პროექტი ,,ციფრული სკოლა - საქართველო“ 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით. ორწლიანი პროექტი თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვის იდეას ემყარება. მასში 120 სკოლა და 720 მონაწილე ჩაერთვება.
პროექტში მონაწილე სკოლები ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებენ, შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განახორციელებენ. ციფრული სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ და გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში, სადაც წარმატებული პრაქტიკის და ციფრული ინოვაციების ცოცხალი მაგალითები გაზიარდება. ციფრული სკოლა მოიაზრებს, როგორ უნდა დაინერგოს ციფრული კულტურა სკოლაში. მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლეებს სკოლაშივე უნდა ჰქონდეთ წვდომა
საჭირო ინსტრუმენტებზე და ამისათვის ისინი ლაბორატორიაში არ უნდა მიდიოდნენ.
ციფრული სკოლის პროექტის მიზანი კი სწორედ სკოლიდან წამოსული ინიციატივების
ხელშეწყობაა. ამ პროექტის ფარგლებში, ხდება წახალისება და დახმარება იმ
მიმართულებით რომელსაც სკოლები თავად განსაზღვრავენ, თუ რა მიმართულებით სურთ
ციფრული კულტურის განვითარება და შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა. ეს პროექტი
ემყარება კანადელი პროფესორის მაიკლ ფულანის თეორიას, რომლის მიხედვით, ინოვაციური
პრაქტიკის გასავრცელებლად და დასანერგად სკოლებში საჭიროა სამი კომპონენტის
არსებობა, ანუ ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება სამ ურთიერთდამოკიდებულ
სფეროს მოიცავს: პედაგოგიკას, ცვლილებების მენეჯმენტს და ტექნოლოგიას. ამ
კომპონენტებს შორის აუცილებელია ბალანსის არსებობა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე
ჩვენი სკოლის გუნდი აქტიურად ჩაერთო პროექტის „ციფრული სკოლა-საქართველოს“
ტრენინგებსა და აქტივობებში. ჩართვის მიზანი იყო, სკოლის საჭიროებების კვლევა,
დადგენა და ამის შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. სკოლაში არსებულმა ციფრულმა
მზაობამ ხელი შეუწყო სკოლის საჭიროებების დასადგენი კითხვარის შევსებას ისე, რომ
სანდოობა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. კომუნიკაცია მასწავლებლებთან,
მოსწავლეებთან, ჯგუფის წევრებთან - ყველაფერი ხელს უწყობდა არსებული სამუშაოს მოკლე
ვადებში ეფექტურად განხორციელებას. საინიციატივო ჯგუფის ჩართულობამ და კოლეგათა
ინტერესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროექტზე მუშაობას.
ტრენინგის მიმდინარეობა
XXI საუკუნის თანამედროვე ცხოვრება მოითხოვს - ყველა ასპექტში სისწრაფეს, ინფორმაციის სწრაფ მოძიებას, სწრაფ მიღებას, სწრაფ გაზიარებას, გავრცელებას, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ციფრული განათლება.
ციფრული განათლება ასევე ხელს უწყობს: სკოლის განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა სფეროში სწრაფ და უწყვეტ კავშირს, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას, ეხმარება მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ავითარებს ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შეფასების, კომუნიკაციის უნარს, არ არსებობს პასიური მოსწავლე, ყველა სახის რესურსი ხელმისაწვდომია. პედაგოგები მარტივად თანამშრომლობენ, სწრაფად აზიარებენ სიახლეებს, სკოლებს შორის კავშირის დამყარება ადვილია რაც ახალ დამოკიდებულებებს, იდეების წარმოქმნას აადვილებს და ზრდის სასწავლო პროცესის ხარისხს.
Комментариев нет:
Отправить комментарий