ციფრული სარკე სკოლის ციფრული განვითარების შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია.
შეფასებას სკოლის სამუშაო გუნდი ახორციელებს. სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი:
- პედაგოგიური ინოვაციები;
- ცვლილების მენეჯმენტი;
- ციფრული ინფრასტრუქტურა.
სკოლაში დღემდე განხორციელებულია არაერთი კვლევა პედაგოგების მიერ, რომელთა შედეგი ყოველთვის იყო გაზომვადი და მდგრადი. კვლევის მიზნები ყოველთვის იყო კონკრეტული. კვლევის შედეგი ყოველთვის აისახებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა საქმიანობის წარმატებაში. სკოლის დირექცია ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სკოლის საჭიროებების კვლევაში.
პროექტ „ციფრული სკოლა საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებული კვლევა სკოლაში განხორციელებული პრაქტიკის კვლევებიდან ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კვლევაა, რომელსაც კონკრეტული და გაზომვადი შედეგები აქვს და მომავალში ძალიან ბევრ მასწავლებელს დაეხმარება საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.
სკოლის მიზანია ლიდერთა ჯგუფის მიერ თვითშეფასების საფუძველზე განხორციელდეს სკოლის, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაციის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების დიაგნოსტიკა, რის საფუძველზეც სკოლა შეიმუშავებს ციფრულ სტრატეგიებს სკოლაში საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.
მოცემული ანგარიში ასახავს სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წელს სკოლის მდგომარეობას სამი მიმართულებით: პედაგოგიკა, ცვლილებების მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურა.
ჯგუფის შეფასება და ინდივიდუალური შეფასება შეაჯამეს გუნდის წევრებმა, გაუკეთეს ანალიზი, იმსჯელეს თუ განვითარების რომელ დონეზეა ჩვენი სკოლა პედაგოგიურ ინოვაციებში, ცვლილებების მენეჯმენტსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში. მოხდა მიღებული მონაცემების დამუშავება და სამომავლო გეგმების დასახვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий