სელფის კვლევა


  სელფი სრულიად უფასო, მომხმარებელზე მორგებული ინსტრუმენტია, რომელიც სკოლებს ეხმარება გაანალიზოს თუ როგორ, რა სიხშირით ხდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში. სელფის გამოყენება ყოველწლიურად არის შესაძლებელი, მისი დახმარებით მარტივია თვალი მივადევნოთ პროგრესს და დავფიქრდეთ თუ რა ქმედებების განხორციელებაა კიდევ დამატებით საჭირო.
    სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლამ მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაატარა სელფის კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა სკოლის ლიდერთა ჯგუფი, დაწყებითი კლასების პედაგოგები და 4-6 კლასების მოსწავლეები. კითხვარების საშუალებით სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოსაზრებები შეგროვდა ანონიმურობის სრული დაცვით. 
   
      სკოლის სელფის რეპორტის საშუალებით გავიგეთ თუ რა სიხშირით ვიყენებთ ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლების პროცესში. დავინახეთ ჩვენი სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები და გავარკვიეთ აღნიშნულ საკთხთთან დაკავშირებით სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების შეხედულებები. 


    აღნიშნულმა კვლევამ მოგვცა საშუალება მარტივად გაგვეანალიზებინა ინფორმაცია: ლიდერობის, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის, უწყვეტი პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების, შეფასების პრაქტიკისა და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციების შესახებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий