ტრენინგების მიმდინარეობა

    ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, ორგანიზაცია DG Salt-ის ორგანიზებით სკოლებს შესთავაზა საინტერესო პროექტი „ციფრული სკოლა საქართველო“. პროექტის მიზანია სკოლებში ციფრული კულტურის განვითარება და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრება. პროექტის ფარგლებში თითოეული სკოლიდან შეირჩა 6-კაციანი გუნდი, დირექტორებთან ერთად. მათი ვალდებულებაა პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებზე მიღებული ცოდნა-გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის. 
       სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის 7 - კაციანი გუნდი პროექტში ჩავერთეთ 2020 წლის ოქტომბერში. 
     პირველი ტრენინგი ჩატარდა 17 ოქტომბერს. ტრენერმა გაგვაცნო შემდეგი საკითხები: ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამისი ციფრული ინსტრუმენტების გაცნობა და გამოყენება. წარმატებული სკოლების პრაქტიკის მაგალითების გაზიარება. პირველ დღესვე გავეცანით რამდენიმე ელექტრონულ პროგრამას: Edmodo, Padlet, Leplanner, Seifie. 


ტრენინგების მიმდინატეობის ამსახველი ფოტო მასალა

             განვიხილეთ ესტონეთის წარმატებული სკოლების მაგალითები, ვიმსჯელეთ ამ სკოლების კურიკულუმებზე, ინოვაციებზე და მიღწევებზე. მივიღეთ დავალებები. სატრენინგო მასალა შთამბეჭდავი იყო თითოეული მონაწილისთვის. 
       ტრენინგის მეორე დღე არანაკლებ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ვიდრე პირველი. ტრენინგზე განვიხილეთ სელფის სკოლის რეპორტი, რის საშუალებითაც ხდება სკოლის საჭიროებების დადგენა და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა. ასევე გავეცანით ინსტრუმენტს „ციფრული სარკე“. რომელიც საინტერესოა იმით, რომ საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ სკოლის ზოგადი მონაცემები და მოვახდინოთ მისი ანალიზი. სკოლის გუნდის ვალდებულებაა გააცნოს კოლეგებს აღნიშნული ინსტრუმენტები და აქტიურად დანერგოს სასწავლო პროცესში. ტრენინგზე ვიმსჯელეთ დიზაინისა და აზროვნების ფაზებზე, გავეცანით ელექტრონულ ინსტრუმენტს trelo.com. 
      ტრენინგის მესამე დღეს ვესწრებოდით გუნდის ყველა წევრი. მესამე სესიაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. შეხვედრაზე გავეცანით ახალ ონლაინ ელექტრონულ ინსტრუმენტებს. ვიმსჯელეთ ინტერვიუებისა და „ციფრული სარკის“ მონაცემების მიხედვით გამოკვეთილ პრობლემებზე და დავსახეთ მათი მოგვარების გზები. აღნიშნულის მოგვარებაში კი დაგვეხმარება ტრენერის მიერ მოწოდებული ელექტრონული ინსტრუმენტები. ამავე სესიაზე დავგეგმეთ მომავალი შეხვედრის საკითხები. 
     „ციფრული სკოლა საქართველო“ - ს მეოთხე ტრენინგმა მართლაც ნაყოფიერად ჩაიარა. ტრენინგის დასაწყისში გავიარეთ „ციფრული სკოლის“ ბლოგის წარმოების ეტაპები, მიმოვიხილეთ ყველა ჯგუფის ნამუშევრები, ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილებები და მივეცით სათანადო უკუკავშირი. განვიხილეთ პოსტერების წარმოება. ტრენინგზე გავეცანით კიდევ ერთ ელექტრონულ ინსტრუმენტს dgtools.org ელექტრონული წიგნის შექმნა. 
       ტრენინგის ყოველი დღე ძალიან საინტერესოდ და თანმიმდევრულად იყო დაგეგმილი. სესიებზე განხილული ელექტრონული რესურსები საშუალებას მოგვცემს, რომ სასწავლო პროცესი წარვმართოთ საინტერესოდ, ასევე დაგვეხმარება პედაგოგებს, მოსწავლეთა ინტერესების გაღვივებაში და სწავლის პროცესში აქტიურად ჩართვაში.



Комментариев нет:

Отправить комментарий