ფოტო მასალა

საკლუბო მუშაობა

    2020-2021 სასწავლო წლის აპრილის თვიდან სსიპ ქალაქ ქუთისის N29 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ციფრული ტექნოლოგიების მოყვარულთა კლუბი, კლუბი იმუშავებს თვეში ორჯერ, თითოეულ შეხვედრას დაეთმობა ერთი საათი.

    კლუბის შექმნის მიზანი: საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ,,ციფრული ელჩების" მიერ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის კომპიუტერულ/ციფრული ტექნოლოგიების მხრივ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება. 

  იდეა: სწავლა-სწავლების პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენება. 

წესდება

    ციფრული ტექნოლოგიების მოყვარულთა კლუბი, შეიქმნა სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეთა V (საპილოტე) კლასის ბაზაზე. ის თავის საქმიანობას წარმართავს ესგ-ს შესაბამისად და ეფუძნება მას. კლუბს აქვს შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათი.

მუხლი 1. კლუბს ხელმძღვანელობს, პროექტ ,,ციფრული სკოლა - საქართველო" ჩართული სკოლის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მიმართულებას აძლევს საკლუბო მუშაობას და ზრუნავს მისი საქმიანობის ეფექტურობისათვის.

ჯგუფში გაწევრიანება ნებაყოფლობითია;

კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის ნებისმიერი მოსწავლე;

კლუბის ყველა წევრი თანაბარუფლებიანია, მათი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული;

კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები.

მუხლი 2. კლუბის მიზნები და ამოცანები

მოსწავლეებში კომპიუტერული/ციფრული ტექნოლოგიების სწავლის პროცესში გამოყენების პოპულარიზაცია, სააზროვნო უნარების განვითარება, მოსწავლეებში კომპიუტერული/ციფრული ტექნოლოგიების მხრივ საკუთარი შესაძლებლობების, შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.
























Комментариев нет:

Отправить комментарий