მიზნები და გამოწვევები

სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევა:

მომხმარებლის მხარდაჭერა, ციფრული სწავლების პრაქტიკა, მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციის ამაღლება.
   
        პროექტ „ციფრული სკოლის“ ზოგადი იდეის თანახმად და ესტონურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა და სისტემური გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში. გამომდინარე აქედან, ჩვენს სკოლაში ჩატარებული „ციფრული სარკის“ და ,,სელფის" კვლევის მეთოდების გამოყენებით გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ სკოლის გამოწვევა, - მომხმარებლის მხარდაჭერა, ციფრული სწავლების პრაქტიკა, მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციის ამაღლება. 
      წინამდებარე გამოწვევაზე დაყრდნობით, სკოლის გუნდმა მიზნად დაისახა, რომ მოცემულ კვლევებში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გასაუმჯობესებლად, სკოლამ შეიმუშაოს და პრაქტიკულად განახორციელოს შესაბამისი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი იქნება ციფრული სწავლების პრაქტიკის, მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციის ასამაღლებელი მეთოდების შემუშავება. სტრატეგია მიზნად ისახავს სკოლაში გაააუმჯობესოს ციფრული კომპეტენციის დონე და გააამრავალფეროვნოს საგაკვეთილო პროცესი ციფრული ტექნოლოგიებით. 
       აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სკოლა 2019 წლიდან ჩართულია პროექტში „ახალი სკოლის მოდელი,“ რომელიც ითვალისწინებს სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებას. გაგვაჩნია ე. წ. ,,ციფრული ელჩები"-ს პრაქტიკაც.

,,ახალი სკოლის მოდელი"- ს ფარგლებში ტექნოლოგიების ექსპერტი მაია კაკაბაძე მუშაობს დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ,,ციფრული ელჩების" დახმარებით.

      გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა სათანადო კომპეტენციის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც სკოლის ლიდერებმა განუმარტეს მიმდინარე პროექტის არსი და მათი უფლება-მოვალეობები როგორც პროექტის, ასევე საკლუბო მუშაობის  ფარგლებში.
   ჩვენი მიზანია სკოლის ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება მთლიან სასკოლო სივრცეში. შესაბამისად, დაწყებით საფეხურზე განხორციელებული ნაბიჯები ახალი 2021-2022 სასწავლო წლიდან გაგრძელდება, როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე. აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ 2022 წლის ბოლოს ჩვენი სკოლა იქნება ციფრულო ტექნოლოგიების აქტიური მომხმარებელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий